55 555 ლარი კომპენსაცია | ქუთაისში „ოცნების“ მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ უჩივის

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის. საგანგებო ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ სარჩელი ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ამავე კომპანიის ჟურნალისტის, ეკა გაგუას წინააღმდეგ მომზადდა.

ხახალეიშვილი ამბობს, რომ საჩივრის მიზეზი ცილისმწამებლური მასალის მომზადება და გავრცელება გახდა.

„იურისტებთან ერთად მოვამზადე და შემაქვს სარჩელი ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და კომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის, ეკა გაგუას წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ჩემი მოთხოვნაა, იმავე ტელევიზიამ საჯაროდ უარყოს ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება, 55 555 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

ხახალეიშვილი თქმით, აღნიშნული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ სხვა მერობის კანდიდატებიც აპირებენ სარჩელის შეტანას ღირსების შემლახველი სხვა ფაქტების წინააღმდეგ. 

LB loan image desktop LB loan image mobile