პრემიერის თქმით, სააკაშვილი ოპოზიციური ლიდერების მკვლელობასაც განიხილავდა

პუბლიკა

„ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობაც. ეს შიდა ინფორმაცია არის, მათი ერთ-ერთი ვერსია, რომ ბოლომდე მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ბინძურ პროვოკაციას გეგმავდა, რის მიხედვითაც, ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა  ოპოზიციური ლიდერების მკვლელობა. რის შემდეგაც მოხდებოდა ხელისუფლების დელეგიტიმაცია.

„მათი გეგმა რა იყო, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს და მათ შორის ჩვენს სპეცსამსახურებს, მე არ მინდა თან შორს წავიდე, მე ძალიან მოკლედ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, თუ რაოდენ ბინძურ პროვოკაციაზე არის წამსვლელი და იყო ეს კაცი [სააკაშვილი].

კულმინაციის დროს, ალბათ მაქსიმუმ, 10 000 კაცის მობილიზებას შეძლებდა, პოლიციას ბუნებრივია მაშინ მოუწევდა მისი დაკავება, ჩვენ სპეციალური საშუალებების გამოყენებაც მოგვიწევდა. აი, ამ დროს ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობაც. ეს შიდა ინფორმაცია არის, მათი ერთ-ერთი ვერსია, რო ბოლომდე მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია.

ჩვენ დავკარგავდით ამ შემთხვევაში ლეგიტიმურობას. უხოეთში აჩვენებდნენ, ნახეთ რა ხდება, ქუჩაში კლავენ ოპოზიციურ ლიდერებს. რეალურად მაშინ მოითხოვდნენ, არათუ სააკაშვილის დაკავებას, არამედ ხელისუფლების გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.