პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებით მუქარის მუხლით წარუდგინა.

უწყების ვერსიით, 24 აპრილს თბილისში ღამის ბარ „მეტეორის“ შესასვლელთან ლაზარე გრიგორიადისი მისი ტერიტორიიდან გაყვანით გამოწვეული უკმაყოფილების გამო დანის დემონსტრირებით ბარის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, რა სახის აღკვეთის ღონისძიებას იშუამდგომლებს უწყება.