გიორგი ვოლსკი
“გახსოვთ, ალბათ, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი. თუნდაც ახლა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საერთაშორისო ურთიერთობები და კავშირები, მათ შორის აშს-სა და ევროკავშირის სტრუქტურებთან, რასაკვირველია, განაპირობებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გვწამდეს და საფუძველი გვქონდეს ვიფიქროთ, რომ იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი.
არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის საკმაოდ ჩამოყალიბებული ექსპერტი არაერთ საკითხში. დაწყებული უცხო ენებიდან დამთავრებული ეკონომიკის და სოციალური პროგრამების საკითხებზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.“
ლუკა კურტანიძე
“მე წლების წინ ვთქვი, რომ მე მოვედი ერისკაცთან, ბიძინა ივანიშვილთან, ვიყავი მისი ერთგული თანამებრძოლი, ვარ და დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე. ვფიქრობ, რომ როდესაც მიდის ამ კატეგორიის, ამ შეუფასებელი დონის ადამიანი პოლიტიკიდან, მე - მის თანამებრძოლს, არ მრჩება ძალა, იმიტომ, რომ ის იყო ჩემთვის ყველაფერი“
ლადო კახაძე
“იქნებ, პირველი ვაქცინაციის დროს და ურწმუნოთა დასანახად კი არა მარტო, ნდობის ასამაღლებლად ვაქცინაცია... იმ ასაკობრივი მოწოდებული ჯგფებიდან (პირველი ეს არის დარგში ყველაზე დიდი გამოწვევის მქონე პირები, ასაკობრივი ცენზი და ასე შემდეგ). ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე და იქნებ, გავაკეთოთ ინიცირება. მე, მაგალითად, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკით, როგორც დარგის სპეციალისტმა, როგორც საკანონმდებლო სივრცის... საჯაროდ, ყველას დასანახავად ეს ვაქცინა გავიკეთო და ვთხოვ იმ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც არის, არასამთავრობო სექტორიდან ვინც არის... საპატრიარქოს მივმართავ დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით (მათი რწმენისა და გავლენისა ადამიანის რწმენაზე) და ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს, ფრონტალურად, რომ ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა.“