თეა წულუკიანი
“ძალიან ძნელია „რესპუბლიკელების“ დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. ერთი კი ფაქტია, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს - ყველა იცნობს, მეც ვიცნობ, შეიძლება, ისე კარგად არა, როგორც ჩემი სხვა თანამებრძოლი, მაგრამ ვიცნობთ ყველა მას და - არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე - ილია მეორეზე, ეკლესიაზე... თუ უფრო განვიტვირთებით და ვიხუმრებთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს და არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის. მაგრამ ის, ვისაც დღეს ვერ გააკრიტიკებს და არ აკრიტიკებს არის მიშა სააკაშვილი. რა სახელი უნდა დაერქვას ამას, მე ნუ მომთხოვთ ამ ეპითეტის ქართულ ენაში მოძებნას. ფაქტია, რომ ეს მძიმე სანახავია“
კარლო კოპალიანი
“სამი მოწვევა პარლამენტის წევრი ვარ და მე ვფიქრობ, რომ 12 წელი საკმარისია იმისთვის, თუ რაიმეს თქმა გინდა კაცს, უნდა თქვა. რაც შეეხება დატოვებას, ეს შეუთავსებელია იმ პოზიციასთან, რასაც ჰქვია ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის პოზიცია და აქედან გამომდინარე, რადგან მე უნივერსიტეტმა ამირჩია უკვე თანამდებობაზე, შეუთავსებლობიდან გამომდინარე მე უნდა დავტოვო პარლამენტის წევრის მანდატი...
ეს უნივერსიტეტი არის ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი, თავის დროზე ეს უნივერსიტეტი დავამთავრე, ამ უნივერსიტეტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, ამ უნივერსიტეტში ვეწეოდი ამდენ ხანს პედაგოგიურ საქმიანობას და როდესაც შემოთავაზება იყო, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რამეთუ შეიძლება რაღაც ვარგო ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს.“