როგორ შეგიძლიათ დააფინანსოთ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კვლევები

პუბლიკა

წითელი წიწაკა, აჯიკა, ტომატპასტა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროდუქტებისა, რომლებშიც ბოლო წლებში momxmarebeli.ge-მ სიცოცხლისთვის საზიანო, აკრძალული საღებავი აღმოაჩინა. წელს სურსათის გამოკვლევა ხალხის დაფინანსებით ხორციელდება – გაიგეთ, როგორ უნდა დაიცვათ თავი.

2019-2020 წლებში momxmarebeli.ge-მ, მოგვიანებით კი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ დახლებზე 30+ საკვებ პროდუქტში აღმოაჩინა „სუდანი“ – აკრძალული ინდუსტრიული საღებავი, რომელსაც საკვებისთვის წითელი შეფერილობის მისაცემად იყენებენ და რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას იწვევს.

momxmarebeli.ge აქამდე ლაბორატორიულ კვლევებს უცხოურ დონორ ორგანიზაციათა დაფინანსებით ახორციელებდა.

სურსათის უვნებლობას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. მაგალითად, წელს სურსათის ეროვნული სააგენტო „სუდანის“ შემცველობაზე მხოლოდ ოცდაათიოდე ნიმუშს იკვლევს, რაც საკმარისი არ არის.

სურსათის სისტემატური ლაბორატორიული კვლევა დიდ რესურსს მოითხოვს. ამიტომ, სამომხმარებლო პროდუქციის უვნებლობის მონიტორინგი ხშირად მთავრობის პარალელურად სამოქალაქო ინიციატივითაც ხორციელდება, მათ შორის, განვითარებულ ქვეყანებშიც, სადაც უსაფრთხოების მონიტორინგის სტანდარტი საკმაოდ მაღალია.

საქართველოში სწორედ ასეთი კამპანია წამოიწყო momxmarebeli.ge-მ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დააფინანსოს „სუდანით“ დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი სურსათის (წითელი ტყემლის, აჯიკის, პომიდვრის საწებლის, ტომატპასტის, კეტჩუპის) ლაბორატორიული კვლევა.

momxmarebeli.ge-ს ვებ- და ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნდება დეტალური ანგარიშგება და შედეგები. რაც მთავარია, კვლევების საფუძველზე შევძლებთ, მოვითხოვოთ სათანადო ზომების მიღება შესაბამისი მეწარმეებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ?

1. დააფინანსეთ ლაბორატორიული გამოკვლევები;

შემოწირულობის გაღება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, ბმულზე: https://www.momxmarebeli.ge/me/sponsor

ან თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეტანით:

თი-ბი-სი ბანკი: GE53TB7606836020100005
საქართველოს ბანკი: GE65BG0000000161129735
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ: შემოწირულობა პროდუქციის კვლევისათვის.

2. გააზიარეთ კამპანია და მოუწოდეთ მეგობრებს, დააფინანსონ კვლევები;
გამოჰყევით momxmarebeli.ge-ს, დაესწარით ღია შეხვედრებს, დასვით კითხვები და დაეხმარეთ პროგრამას.