რუსეთის საგარეო უწყება: იმედია, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილს გამოიტანს

პუბლიკა

რუსეთის საგარაეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე მედიის მიერ დასმული კითხვებსა და უწყების პასუხებს აქვეყნებს. ერთ-ერთ კითხვას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ეხება, სამინისტრო პასუხობს, რომ ეს დროებითი შეზღუდვაა. საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წარსულიდან გაკვეთილს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს.

„ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთ-საქართველოს შორის ნამდვილად დროებითია. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ აკრძალვის გაუქმების პირობები და ქართულ მხარეს ეს კარგად მოეხსენება. საქმე ეხება საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობას. ჩვენ ასევე არ შეგვიძლია უგულვებელვყოთ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც.

რუსეთი იძულებული გახდა შეზღუდვები მიეღო ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ. ამავე დროს ჩვენ ვრჩებით ერთგული ისეთი საკითხების მიმართა, როგორციაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება, არსებული გასხვავებების დაძლევა, ორმხრივი კავშირების აღდგენა — ეს ყველაფერი ორივე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს“, — აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლები. მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც შსეიტყვეს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს მიჰყავდა.