გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დაბომბა. კიევზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით, ბალისტიკური და მართვადი რაკეტებით განხორციელდა.
უკრაინული მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი – მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, როგორც ცნობილია, დაშავდა 70 ადამიანი. საავადმყოფოშია გადაყვანილი 31 პირი, მათ შორის, 5 ბავშვი.
„დანგრეულია საცხოვრებელ სახლები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, კიევის გარდა დაიბომბა ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, პოლტავის, ხმელნიცკის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც.