ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
„რუსთავი 2“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.