უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ Russia Today-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
„ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ სასამართლო ბრძანების შესრულება (ჯერჯერობით) შეუძლებელია, უკრაინელი პროკურორები აპირებენ უახლოეს დღეებში ეჭვმიტანილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესის დაწყებას, “- ამბობს ის.
პროკურორი წერს, რომ ისინი მოითხოვენ სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მარგარიტა სიმონიანი დააპატიმრონ უკრაინაში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.