საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ზაზა გახელაძის იზოლატორში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა და აღარ იყო მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება, ის გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში“, – ამბობენ უწყებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.
„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.