შსს-ს ცნობით, ტაილანდელი მოგზაური, რომელსაც ოჯახი ეძებდა, დაახლოებით ორი კვირის წინ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
დღეს ქართულ მედიაში ტაილანდურ მედიაზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფომრაცია, რომ ოჯახი საქართველოში ტაილანდელ მოგზაურ იუთუბერის, ჰლუნ სოლოს პოვნაში დახმარებას ითხოვდა.
გამოცემის ცნობით, უკვე ორ კვირაზე მეტია, ოჯახი სოლომოგზაურთან კონტაქტს ვერ ახერხებს. მოგზაურის ძმამ დახმარების თხოვნის პოსტი ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
პოსტის მიხედვით, ოჯახი მას ბოლოს 13 ივლისს ესაუბრა. ჰლუნი საქართველოში ვიდეოკონტენტის გადასაღებად მარტო იყო ჩამოსული. „მას შემდეგ მასთან დაკავშირებას ვერც ტელეფონით ვახერხებთ და ვერც ინტერნეტით. ოჯახში ყველა ძალიან ვნერვიულობთ“, – წერდა მისი ძმა.
ოჯახი ტაილანდის მოქალაქეებსა და საქართველოში მცხოვრებ/მოგზაურ პირებს სთხოვდა მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია თუკი სადმე შენიშნეს ჰლუნ სოლო ან მის შესახებ რამე ინფორმაცია ჰქონდათ.