„სრულად ვარ ჯანმრთელი“ | გიგი უგულავა PCR ტესტის პასუხს აქვეყნებს

პუბლიკა

პოლიტიკოსი და ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში PCR ტესტის პასუხს აქვეყნებს.

„მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ „გამოჭერა“ აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი

და ბოლოს აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას, “- წერს ის.

 

გიგი უგულავას  7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. გიგი უგულავამ მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომ აქციაზე მისვლის საშუალება მისცეს.