აქცია
თუ მომხდარ მოვლენებს ქრონოლოგიურად გადავხედავთ, გაგვიკვირდება კიდეც, როგორ ახერხებენ პოლიტიკოსები ბრაზის დაგროვებას - მთავრობების იდენტური შეცდომების გამო. მედიის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესო არასოდეს ყოფილა.
ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. არჩევნების დღის ღამითვე, ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. თუმცა, ამის მიუხედავად მას შემდეგ ბელარუსში აქციები არ შეწყვეტილა. პოზიციებს არ თმობს პრეზიდენტი ლუკაშენკო, დანებებას არ აპირებენ ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას სამოქალაქო პროტესტის განახლება მოჰყვა. გაერთიანდა ოპოზიციაც და ხელისუფლებას პროპორციული წესით ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა წაუყენეს, ასევე ითხოვენ მთავრობის გადადგომას. როგორი მასშტაბის არის პროტესტი; აიძულებენ თუ არა ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას; ვის ინტერესებშია ვადამდელი არჩევნების გამართვა და რა შანსები აქვს ოპოზიციურ პარტიებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში - „პუბლიკამ” ამ შეკითხვებით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელ კორნელი კაკაჩიას მიმართა.