covid-19
არაერთი ადამიანი ჩივის, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს მდგომარეობა გართულდა, მაგრამ დახმარებას ვერ იღებენ. აგვიანებს სასწრაფო დახმარება, ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, საავადმყოფოებში კი ადგილებს ვერ პოულობენ. რამდენი ადგილია საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის? ვის უნდა მკურნალობდნენ ჰოსპიტალში? საკმარისია თუ არა საწოლფონდი მძიმე პაციენტების მისაღებად და იმართება თუ არა ის ეფექტიანად?
ექთნების შრომითი პირობები ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამდეც არ იყო სახარბიელო,- ამას ხაზს უსვამენ დარგის სპეციალისტები. მძიმე სამუშაო დატვირთვა, დაბალი ანაზღაურება, კადრების დეფიციტი, გამოწვევები პროფესიული მომზადების კუთხით - არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის - ექთნების საქმიანობაში უკვე წლებია დღის წესრიგში დგას.
ყველაფერი 20 მარტს დაიწყო. პარასკევი დღე იყო. სამსახურიდან დაბრუნებულმა თავი სუსტად იგრძნო, მოგვიანებით კი, როცა სიცხე 38-ს გადასცდა, სასწრაფო გამოიძახა.
რა არის „სველი ბაზარი“, რომელსაც ექსპერტები „კოვიდ19-ის“ გავრცელებას უკავშირებენ? ეს არის ბაზარი, სადაც იყიდება ცოცხალი და მკვდარი ცხოველები - თევზი, ღამურა, მაჩვი, კუ და ა.შ და თქვენ წარმოიდგინეთ, ქათამიც.