დასაქმება
კვლევაში ნათქვამია, რომ ოჯახისა და სახლისგან შორს ყოფნის ტკივილს თან ერთვის შესრულებული სამუშაოს ფიზიკური და ემოციური სირთულეები, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ემიგრანტი ქალების სამუშაო ხშირად ძალიან სტრესულია, გულისხმობს მუდმივად სხვის ოჯახში, „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრებას და თან სდევს შრომითი უფლებების დარღვევა.
2005 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ქეთი მახარაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ პროტესტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ ხმაურიან განხილვაში გადაიზარდა. პარლამენტარები ამბობდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ემსჯელათ.