გამოვლენა

თათია ხალიანი

2005 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ქეთი მახარაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ პროტესტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ ხმაურიან განხილვაში გადაიზარდა. პარლამენტარები ამბობდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ემსჯელათ.