გიგი უგულავა
10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართელოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდა. თავად პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვდა.