ივანიშვილმა გადააგდო ხალხი და ახლა ხალხი გადააგდებს ივანიშვილს! – გიგი უგულავა

პუბლიკა

„ივანიშვილმა გადააგდო ხალხი და ახლა ხალხი გადააგდებს ივანიშვილს. არჩევნები გაუქმებულია აღარ არის. ამ ქვეყანაში ან ჩატარდება პროპორციული საარჩევნო არჩევნები, ან საერთოდ არ ჩატარდება. ყველა „ოცნების“ დეპუტატი იქნება ფურთხის ღირსი. დღევანდელი „ქართული ოცნება“ ფურთხის ღირსია. ეს უზურპაციაა. ყველა პარტია ვიკრიბებით და სამოქმედო გეგმას დავსხავთ. ან პროპორციული ჩატარდება. ან მორალესის ბედს ან კადაფის ბედს გაიზიარებს ივანიშვილი. არაფრის დრო აღარ არის არჩევნები გააუქმეს“.  – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „TV პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, დღეს 7 საათზე შეიკრიბება ოპოზიცია და კონკრეტულ გეგმას დასახავენ.

უგულავა ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად პარლამენტის წინ იმყოფება, სადაც მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა.

მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აქცია დღეს, 7 საათზე დაიწყება პარლამენტის წინ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile