ეკა ელოშვილი

208 მილიარდად აგებულ სუპერთანამედროვე სტადიონებზე ფეხბურთის მოქმედი ღმერთი ირბენს; იქვე იქნებიან პორტუგალიელი ეგოცენტრიკი და თავხედი ფრანგი ბავშვი, ექსცენტრიული ბრაზილიელი და რობერტ ლევანგოლსკი, ფლეგმა ჰარი კეინი და კლდე კარის ერისთავი ნოიერი, ჩია პროფესორი ლუკა მოდრიჩი და კვარას ძმა ზამბო ანგისა, მარადიული ტომას მიულერი და ბომბდამშენი ლუკაკუ, მფრინავი ფედე ვალვერდე თავისი სუპერ-დუპერ შემტევი ძმებით, ვირჯილი მერსისაიდიდან და მემფისი კატალონიიდან. კიდევ ვინ ვთქვათ, რომ ცოტა ავღელდეთ? მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, ხალხნო!