ტაილანდური მედიის ცნობით, ოჯახი საქართველოში ტაილანდელი მოგზაური იუთუბერის, ჰლუნ სოლოს პოვნაში დახმარებას ითხოვს.
გამოცემის ცნობით, უკვე ორ კვირაზე მეტია, ოჯახი სოლომოგზაურთან კონტაქტს ვერ ახერხებს.
მოგზაურის ძმამ დახმარების თხოვნის პოსტი ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
პოსტის მიხედვით, ოჯახი მას ბოლოს 13 ივლისს ესაუბრა. ჰლუნი საქართველოში ვიდეოკონტენტის გადასაღებად მარტო იყო ჩამოსული.
„მას შემდეგ მასთან დაკავშირებას ვერც ტელეფონით ვახერხებთ და ვერც ინტერნეტით. ოჯახში ყველა ძალიან ვნერვიულობთ“, — წერს მისი ძმა.
ოჯახი ტაილანდის მოქალაქეებსა და საქართველოში მცხოვრებ/მოგზაურ ნებისმიერ პირს სთხოვს, შეატყობინონ, თუ სადმე შენიშნეს ჰლუნ სოლო ან მის შესახებ რამე ინფორმაცია აქვთ.
ძმის თქმით, სახელმწიფო უწყება, რომელსაც დახმარებისთვის მიმართეს, ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი იყო.
ჰლუნ სოლო სოციალურ ქსელებში სოლომოგზაურობის შესახებ გადაღებული ვიდეოებს აქვეყნებს. ოჯახის ინფორმაციით, მის ფეისბუქგვერდს 2.5 მილიონზე მეტი, ხოლო იუთუბარხს 914 000-მდე გამომწერი ჰყავს.
ოჯახს არ დაუკონკრეტებია, როგორი იყო მისი გეგმა და მარშრუტი საქართველოში, სად იყო ბოლოს ან რა ვითარებაში გაწყდა მასთან კონტაქტი.