თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია - მიტროპოლიტი დიმიტრი

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი facebook-ის პირად გვერდზე საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმს, ვაჟა გაფრინადაშვილის მხარდაჭერას უცხადებს.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო გადაკვეთას ედავება.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

17 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება.