თბილისში ქალი მოკლეს | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით ქალი მოკლეს. როგორც მეზობლები მედიას უყვებიან, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

როგორც ცნობილია, ჯერ დაკავებული არავინ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.