ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, რომ მათ თამარ მეფის გამზირზე ოცამდე კაცი დაესხა თავს, დაშავებულია ორი ადამიანი. ამის შესახებ რამდენიმე ტრანსგენდერი ქალი ტელეკომპანია „ფორმულას“ უყვება.
„სადღაც ოთხამდე ბიჭი იყო, რომლებმაც გამოიარეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს თავშეყრის ადგილზე. თავში მომხვდა ქვა, ასევე მომაყენეს დაზიანებები სხეულზე”, – ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი.
ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, რომ მათ მიმართ ძალადობა ხშირია, პოლიცია კი სათანადოდ არ რეაგირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მონხდარზე დაიწყო გამოძიება სისხლის სასმართლის კოდექსისი 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ტრანსგენდერი ქალები 30-მდე კაცის თავდასხმის შესახებ 29 მაისსაც ჰყვებოდნენ. მომხდარზე მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს.
„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, ეფექტურად გამოიძიონ ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის ფაქტი, მოხდეს თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება და ყველა პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება;