„თუშეთი – ჩემი მემკვიდრეობა“ – საქართველოს ეროვნული ფონდი კონკურსს აცხადებს

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ფონდი აცხადებს კონკურსს „თუშეთი – ჩემი მემკვიდრეობა“. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსი მიზნად ისახავს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდასა და შენარჩუნების წახალისებას. კონკურსის ფარგლებში დაწესებული ჯილდო გადაეცემათ პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული თავდადება და ახლებური მიდგომა გამოიჩინეს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.

მათი თქმით, კონკურსში იწვევენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს.

„ 2021 წლის საკონკურსო განაცხადები მიიღება იმ პირებისგან, რომლებმაც:  შეინარჩუნეს ან აღადგინეს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობა, მაგალითად: სახლი, კოშკი, კარი, კიბე, ფანჯარა და ერთიანი სივრცისა თუ ცალკეული არქიტექტურული დეტალის შესანარჩუნებლად მათ გამოიყენეს ტრადიციული მეთოდები. ასეთი მიდგომის მაგალითებს შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ფონდის ვებგვერდზე www.nationaltrustofgeorgia.org.ge“. 

კონკურსი ტარდება მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – თვითმყოფადი თუშეთი, ეკო-ტურიზმის სიცოცხლისუნარიანი კერა საქართველოში.

საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს მიღწეული შედეგის მოკლე აღწერას და დასურათებას. კონკურსი ითვალისწინებს შემდეგ პრიზებს გამარჯვებულთათვის : მთავარი ჯილდო – 600 ლარი მეორე ჯილდო ორი პრიზიორისთვის – 400 ლარი ყველა გამარჯვებული მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საგანგებო დამსახურების სერტიფიკატს.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი.

„კონკურში მონაწილეობისთვის შეავსეთ შემდეგი კითხვარი ვორდის დოკუმენტში: ინფორმაცია მონაწილის შესახებ: სახელი გვარი დაბადების წელი ტელეფონის ნომერი ელექტრონული ფოსტის მისამართი პროექტის მოკლე აღწერა (მაქსიმუმ 150 სიტყვა) ფოტო-დოკუმენტაცია (მაქსიმუმ 20 mg) საპროექტო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: maqi.kviciani@yahoo.com“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.