უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კონსულმა მოინახულა

პუბლიკა

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებაში კონსულმა მოინახულა.

„4 ოქტომბერს უკრაინის კონსულმა მოინახულა საქართველოში დაკავებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შიმშილობს და სავარაუდოდ უარს იტყვის უკრაინის ექსტრადიციაზე.

უკრაინის კონსულმა დღეს მოინახულა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი. მისი მდომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ გამოუთქვამს პრეტენზია მისი დაკავების პირობებთან დაკავშირებით“, – წერია უწყების ცნობაში.

ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისში უკრაინის საელჩო სააკაშვილს უწევენ საკონსულო და იურიდიულ დახმარებას, როგორც უკრაინის მოქალაქეს.