უნგრელმა ჟურნალისტმა ლასლო მეზეშმა საქართველო წუხელ დატოვა – ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ გუშინ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტმა თავად მიიღო, რის გამოც საჭირო აღარ გახდა სასამართლო პროცესის ჩატარება.
აეროპორტში, სადაც ლასლო მეზეში საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა მიიყვანეს, მას რამდენიმე კოლეგა და ახლობელი დახვდა.
ჟურნალისტი პოლიციამ ორი დღის წინ საბურთალოზე, უნივერსიტეტის მეტროში დააკავა. შსს-მ განაცხადა, რომ ის საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა და დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
თორნიკე ჯანელიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ლასლომ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ზეწოლის გარეშე მიიღო, მიზეზებზე კი თავად ისაუბრებს, როცა ქვეყანას დატოვებს.