ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ხანძარი ლიკვიდირებულია

პუბლიკა

თბილისში, ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.