„ფიზიკურად დასუსტებული არ არის, თუმცა მალე დასუსტდება“ | ვაშაძემ სააკაშვილი ციხეში მოინახულა

პუბლიკა

„წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ „ბალაგანზე“, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა“, – ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად დასუსტებული არ არის, თუმცა ეტყობა, რომ მალე დასუსტდება, რადგან 23 დღეა, შიმშილობს.

„…მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ეტყობა რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს, რადგან შიმშილობის 23 დღეა და გონება როგორც ყოველთვის სამართებელვით აქვს, მაგრამ 23 დღე შიმშილობა, გინდა წყალი სვი, გინდა წვები სვი, გასაგებია, რომ ბობი სინსმა 77 დღე იშიმშილა გაერთიანებული სამეფოს ციხეში, მაგრამ სადღაც ოცდარაღაცა დღის შემდეგ, ადამიანი არაფრად აღარ ვარგა“, – განახცადა ვაშაძემ.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს თბილისში დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ მართავენ სასამართლო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სამი საქმის წარმოება მიმდინარეობს. სააკაშვილი 23-ე დღეა, პროტესტის ნიშნად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.