ვეტერანებისთვის განკუთვნილი 22-ლარიანი დანამატი იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ვეტერანებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვეტერანებისთვის ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი იანვრიდან ხუთჯერ გაიზრდება.

„მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22-ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი.

თქვენი დაფასება არის არამხოლოდ თქვენი ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა ჩვენს მომავალზე. ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.