ვეტოს არდადებით, შესაძლებობების ფანჯარა რომელიც მანვე გახსნა დავიწროვდა - დეკანოიძე პრეზიდენტზე

პუბლიკა

„ვეტოს არდადების პირობებში, სამწუხაროდ, ის შესაძლებობების ფანჯარა რომელიც მანვე გახსნა, მე ვგულისხმობ თანხმებას, შერიგებას და ა,შ. მეტნაკლებად ალბათ დავიწროვდა“,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტო არ დაადოს  ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

„კონსენსუსი იყო ორივე კანონპროექტის გარშემო (საერთო სასამართლოების და სახელმწიფო ინსპექტორის), არამხოლოდ საზოგადოების კონსენსუსი, ეს იყო საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსი, რომ ნამდვილად ეს იყო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული, ძალიან სერიოზული დემოკრეტიული პროცესების წინააღმდეგ მიმართული, დასჯა კონკრეტული ადამიანების და ინსტიტუტების. ასევე რეპრესიული კანონმდებლობა იყო, იმიტომ, რომ არავის არ აქვს ილუზია, რომ ქალბატონი თოლორაია მოხვდება წამყვან თენემდებობებზე ამ ორ ე.წ. დამოუკიდებელ უწყებაში….

მას საბოლოოდ და პოლიტიკურად უნდა გამოეყენებინა ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი. იმიტომ, რომ ეს აწევდა დისკუსიას და აწევდა კვლავ პარლამენტში. მაგალითად, მე პირადად ამ საკითხის დაყენებას ვაპირებდი, რომ თუ ვეტო იქნებოდა ჩვენ პარლამენტში შევსულიყავის იმ მწვავე დისკუსიაზე, როემლიც იქნებოდა თუნდაც ამ ვეტოს პირობებში. ალბათ მან იფიქრა, ეს ჩემი ყველაზე საუკეთესო მოლოდინია, რითიც შემიძლია ეს გავამართლო, რომ სივრცე დაეტოვებინა მართველ ძალასთან.

საზოგადეობა ელოდებოდა ვეტოს, ფართო დისკუსიის გახსნას ამიტომ სამწუხაროა, მე იმ პროცესის გულშემატკივარი ვიყავი, რომელივ მან დაიწყო და ვფიქრობ რომ ეს შესაძლებლობების  ფანჯარა მეტნაკლებად დავიწროვდა.“,- განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ინსპექტორის სამსახურის კანონში ცვლილებებს ვეტო არ დაადო.