ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ - შს მინისტრის მოადგილე შატალოვას საქმეზე

პუბლიკა

აქტიურად ვმუშაობთ, რაც შეიძლება, ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. ყველა ვერსიასა და მიმართულებაზე აქტიურად ვმუშაობთ, რაც შეიძლება, ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ. ვახორციელებთ ყველა საჭირო საპროცესო მოქმედებას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად დადგინდნენ“, – განაცახდა ალექსანდრე დარახველიძემ.

თბილისში გვიან ღამით ანასტასია შატილოვა მოკლეს. თვითმხილველებზე დაყრდნობით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უცნობია, დაკავებულია თუ არა ვინმე საქმეზე.

ცნობილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში.

მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას მოითხოვდა. მათ შორის მიმდინარეობდა დავა.

LB loan image desktop LB loan image mobile