ყველა

ნათია ამირანაშვილი

ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება - ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეირჩეს.

ნათია ამირანაშვილი

ამბროლაურიდან 25 კილომეტრში, რაჭის პატარა სოფელ ურავში დარიშხანის სუნი ისევ იგრძნობა. მოსახლეობა ცხოვრებას განაგრძობს, იზრდებიან ბავშვები, პურიც ცხვება, მაგრამ მათ ყოველდღიურობას დარიშხანის კვალი აჩრდილივით დღემდე დაჰყვება. სოფელში დარიშხანის ყოფილი საწარმოს ნანგრევები ახლა ქვეწარმავლების ბუდედ ქცეულა. აქ წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანებამდე დარიშხანის მადანს ამუშავებდნენ. პროდუქცია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგში.

თათია ხალიანი

2005 წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ქეთი მახარაშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ პროტესტი მოჰყვა, რომელიც შემდეგ ხმაურიან განხილვაში გადაიზარდა. პარლამენტარები ამბობდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ემსჯელათ.

სალომე გორგოძე

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო ცხოვრებაში გაჩნდა ახალი რგოლი - მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც  სკოლის ბაზაზე პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით უწევს კონსულტაციას - სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტური მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება.