1 აგვისტო | კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა, 33 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 806 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 33 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%.

31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.95 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.57 %.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა – 443, იმერეთი – 322, ქვემო ქართლი – 111, შიდა ქართლი – 95, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.