1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4 ლარი გახდა

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განახლებული მონაცემებით, 6 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსია: 1 USD 3.4 ლარი, 1 EUR 4.0137 ლარი. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, დოლართან მიმართებით 3.3409 ლარი იყო, ხოლო ევროსთან მიმართებით, 4.0137 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მაგალითად, „საქართველოს ბანკში“ 17:00-ის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 3.4400 ლარია, ევროს ღირებულება 4.0810 ლარს შეადგენს.

„თიბისი“ ბანკის ვებგვერდზე მითითებული გაცვლითი კურსით კი 1$ 3.4600 ლარი ღირს, 1 ევროს ღირებულება 4.1190 ლარს შეადგენს.