10 მაისის მონაცემებით სულ ჩატარდა 62 447 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი 

პუბლიკა

დაავადებათა კონტორილის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 62 447 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აიცრა 1089 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  322 468-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.