100 000 მოსახლეზე ავადობით, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტი არის ჩვენთან - იმნაძე

პუბლიკა

„იმის გამო, რაც ჩემს კოლეგებს წელიწად-ნახევარია გადააქვთ, კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს ღრმა პატივისცემა მინდა, გამოვუცხადო. პროპორციულად რომ შევადაროთ, 100 000 მოსახლეზე ჩვენ დღეს რა ავადობაც გვაქვს, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტი არის ჩვენთან. აი, ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

Stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 5128 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 310 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,43%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო 7 დღის – 10,52%.