13 სექტემბრიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება

პუბლიკა

13 სექტემბრიდან, ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება.  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის, – ამის შესახებ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გახდა ცნობილი.

„ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ 800 ათას ლარს, ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე, ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი, 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 10 ათასი ლარის ოდენობის ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი.

ლარატიის კომპანია შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს იმ პირებს, რომლებიც გამოვლინდება კონკრეტულ დღეს, შეატყობინებს და გადასცემს ჯილდოს. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე ლატარიის კომპანია გააკეთებს განცხადებას. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერთჯერადადაც არის აცრილი მონაწილეობას მიიღებს ლატარიაში“, – განმარტეს დღევანდელ ბრიფინგზე.

LB loan image desktop LB loan image mobile