14 ივლისი | კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა, 13 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 559 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 769 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68 %.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.68 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.1% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.46%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 988 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 121, ქვემო ქართლი – 95, შიდა ქართლი – 55, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 122, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.