14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15% გვაქვს - გამყრელიძე

პუბლიკა

14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირება 15%, 19 წლამდე – 20%-მდე – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინასციასთან დაკავშირებით არ არის ერთგვაროვანი შეხედულება. მისივე განმარტებით, 12 წლის ზემოთ მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული ავტორიზაცია – ესაა „ფაიზერი” და „მოდერნა”.

„რიგ ქვეყნებში ფაიზერით” და „მოდერნათი” დაწყებულია ბავშვების არა საყოველთაო, არამედ შერჩეული ჯგუფების ვაქცინაცია. ესაა კანადა, აშშ, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ავსტრია. სკანდინავიის ქვეყნებში არის ამაზე სერიოზული მსჯელობა.

ჯანმო მსჯელობს. ჩვენთვის ავტორიზაციისთვის ძირითადი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, და მათი წინადადებაა ამ ეტაპზე , რომ ეს შესაძლებელია, მხოლოდ  გარკვეულ ჯგუფებზე გარკვეული ჩვენებებით, სადაც არის სხვადასხვა თანმხლები დაავადებები. ასეთი ჩვენ უკვე ავცერით. 10-მდე ბავშვი, 12-დან 15 წლამდე.

ჩიმეთმა და კიდევ რამდენიმე მის გვერდით მყოფმა ქვეყანამ დაიწყო 3 წლის ასაკიდან ბავშვების სინოფარმითა და სინოვაკით ვაქცინაცია, ოღონდ კალენდარულად და არა შერჩევით ჯგუფებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, საქართველოში ბავშვების მასიური ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც მეტად მკაფიო გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია.

LB loan image desktop LB loan image mobile