1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვა თბილისში - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყოველდღიურად იზრდება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზების მაჩვენებელი.

„ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში. 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული, აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია. განსაკუთრებით მაღალია დატვირთვა თბილისში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ასევე განაგრძობს მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 1 074 პირი, ხოლო გარდაიცვალა 24 კოვიდპაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, რომელთაგან 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, 744 ადამიანი –კლინიკურ-სასტუმროებში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის ბინაზე