18 საათისთვის „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრირებულია 134 400 ადამიანი, თავისუფალია 18 000-ზე მეტი ადგილი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 საათის მონაცემებით „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრირებულია 134 400 ადამიანი, თავისუფალია 18 000-ზე მეტი ადგილი.

საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა ქვეყანაში დღეს გამთენიისას ჩემოვიდა.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე -booking.moh.gov.ge „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .