2 185 ახალი შემთხვევა და 40 გარდაცვლილი | კორონავირუსის 28 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 40 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 216 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 339 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.96%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 010 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 580 891.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 884 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა
  • აჭარა – 121
  • იმერეთი – 392
  • ქვემო ქართლი – 153
  • შიდა ქართლი – 148
  • გურია – 46
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215
  • კახეთი – 413
  • მცხეთა-მთიანეთი – 61
  • სამცხე-ჯავახეთი – 29
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 539 საიდანაც: 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 608, აჭარაში – 422, იმერეთში – 901. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 386, აჭარაში – 122, იმერეთში – 305.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 21, იმერეთში – 31. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 372 – თბილისში, 215 – აჭარაში. 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.