20 აგვისტო | 59 გარდაცვლილი და 4 743 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

2021 წლის 20 აგვისტოს კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებლის ანტირეკორდი დაფიქსირდა. ვირუსს 59 ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე გარდაცვალების დღიური შემთხვევების ყველაზე დიდი მაჩვენებელი გუშინ იყო, როცა ვირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოვლინდა 4 743 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა – 677, იმერეთი – 573, ქვემო ქართლი – 277, შიდა ქართლი – 304 გურია – 120, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 297, კახეთი – 386, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.