27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის პირველი დოზით ადმინისტრირება დამატებითი პარტიის მიღებამდე - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით,  27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.

ცენტრის ცნობით, პირველი დოზით აცრის მსურველებს შეუძლიათ დაჯავშნონ და აცერან „პფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით.