27% ფიქრობს, რომ ამჟამად ქვეყანაში განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინსწავლებაა - NDI

პუბლიკა

შეკითხვაზე, რა არის ამჟამად ქვეყანაში განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა 27% ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

16% მასწავლებლების/ლექტორების დაბალ კვალიფიკაციას აღნიშნავს, ხოლო 11% ფიქრობს, რომ განათლების სისტემაში პრობლემები არ არის.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.