3 886 ახალი შემთხვევა და 74 გარდაცვლილი | კორონავირუსის 1 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოვლინდა კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 74 ადამიანი.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 103 ადამიანი, 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებლია 9.99%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 162 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 129 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 033 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა
  • აჭარა – 445
  • იმერეთი – 487
  • ქვემო ქართლი – 280
  • შიდა ქართლი – 223
  • გურია – 97
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279
  • კახეთი – 369
  • მცხეთა-მთიანეთი – 84
  • სამცხე-ჯავახეთი – 86
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672 საიდანაც: 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 164, აჭარაში – 978, იმერეთში – 1 112.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში – 684, აჭარაში – 158, იმერეთში – 353.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი,  მათგან თბილისში – 235, აჭარაში – 38, იმერეთში – 28.

LB loan image desktop LB loan image mobile