„300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართს“ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ როგორც საცხოვრებელი, ასევე დამხმარე ფართი.

LB loan image desktop LB loan image mobile