360 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი | კოვიდსტატისტიკა და გადანაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამოჯანმრთელდა 242 და გარდაიცვალა 9 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.37%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევa, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონებზე ასე გადანაწილდა: თბილისი გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 22, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 13, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

„ამ ეტაპზე ინფიცირების 3 461 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 271 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პაციენტი. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.