388 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი | კორონავირუსის 24 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 598 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 357, ხოლო გარდაიცვალა 17 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 208 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 12, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.